2. მე-2 ჯგუფის ელემენტები

2.1. ტუტემიწათა მეტალები

1. რომელი მეტალის დიაგონალური ანალოგია ბერილიუმი? კონკრეტულად, რა თვისებებით ემსგავსება ბერილიუმი ამ მეტალს?

2. სავალენტო ატომური ორბიტალების როგორი ტიპის ჰიბრიდიზაცია ახასიათებს ბერილიუმს? როგორ ვლინდება ეს ჰიბრიდიზაცია?

3. ბერილიუმის რომელ მდგრად იზოტოპს შეიცავს დედამიწის ქერქი?

4. რომელი მინერალების სახით არის გავრცელებული ბერილიუმი ბუნებაში?

5. როგორ მიიღება მეტალური ბერილიუმი? დაწერეთ შესაბამისი რეაქციების განტოლებები.

6. რას წარმოადგენს ბერილიუმის არაორგანული ნაერთების უმრავლესობა?

7. რა უნარს ავლენს ბერილიუმის ოქსიდი მინერალურ მჟავებთან და ტუტეების წყალხსნარებთან ურთიერთქმედებისას? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

8. ბერილიუმის ჰალოგენიდებიდან რომელია მნიშვნელოვანი? რომელ ოქსიდს ემსგავსება ეს ნაერთები სტრუქტურით?

9. რა სპეციფიკური თვისება გააჩნია ბერილიუმის ფთორიდს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

10. რაში იხსნება წყალში უხსნადი ბერილიუმის კარბონატი - BeCO3?

11. რამდენი სტაბილური იზოტოპის სახით არსებობს მაგნიუმი ბუნებაში?

12. რომელი მინერალების სახით არის ბუნებაში გავრცელებული მაგნიუმი? რომელია მათგან ტექნიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი?

13. ბერილიუმის რომელ შენადნობებს იცნობთ? რა სპეციფიკურ თვისებებს ანიჭებს ბერილიუმი შენადნობებს? სად გამოიყენება ბერილიუმის შენადნობები?

14. რა ფიზიკური თვისებებით განსხვავდება მაგნიუმი ბერილიუმისგან?

15. რა თვისებებით გამოირჩევა მაგნიუმის შენადნობები და რომელ მნიშვნელოვან დარგებში გამოიყენება?

16. რომელ სამრეწველო მეთოდებს იყენებენ მაგნიუმის მისაღებად? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები

17. რომელ მინერალურ მჟავებში არ “იხსნება” მაგნიუმი? რატომ?

18. უერთდება თუ არა მაგნიუმი უშუალოდ წყალბადს? როგორ ღებულობენ მაგნიუმის ჰიდრიდს?

19. რა როლს ასრულებს მაგნიუმი ადამიანის ორგანიზმში?

20. რა ფიზიკური მახასიათებლებით განსხვავდებიან კალციუმი, სტრონციუმი, ბარიუმი და რადიუმი ბერილიუმისა და მაგნიუმისგან?

21. რომელი მინერალების სახით არის გავრცელებული კალციუმი, სტრონციუმი და ბარიუმი? რომელი მეტალის მადნებშია გავრცელებული რადიუმი?

22. დაალაგეთ რიგში კალციუმის ქვეჯგუფის მეტალები მათი ქიმიური აქტიურობის მიხედვით. რა პირობებში ინახავენ ტუტემიწათა მეტალებს?

23. რა სამრეწველო მეთოდებით ღებულობენ კალციუმს, სტრონციუმს და ბარიუმს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლებები.

24. რას წარმოადგენს ცემენტი, როგორც არაორგანული მჭიდი მასალა? რომელ ნაერთებს შეიცავს ის ძირითადად? რაზეა დამყარებული ცემენტის გამყარების უნარი?

25. რა ტიპის ცემენტებია ცნობილი შედგენილობის და გამყარების ტექნოლოგიის მიხედვით?

26. რომელ ქიმიურ რეაქციაზეა დამყარებული ნახევარწყლიანი თაბაშირის გამყარება?

27. კალციუმის რომელი ნაერთებია გამოყენებული ტექნიკაში, მედიცინასა და ყოფა-ცხოვრებაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

28. რა გამოყენება აქვს ბარიუმს, სტრონციუმს და მათ ნაერთებს? ჩამოთვალეთ ეს ნაერთები და დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

29. რა როლს ასრულებს კალციუმის და სტრონციუმის ნაერთები ადამიანის ორგანიზმში? სტრონციუმის რომელი იზოტოპია ძლიერ საშიში ადამიანის ორგანიზმისთვის? რა უარყოფით მოვლენებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში კალციუმის ჭარბი ან პირიქით, დაბალი შემცველობა?

 

s